გაძევებული დიპლომატი

რუსი დიპლომატისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა იწურება.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა ქვეყანა ხუთშაბათამდე უნდა დატოვოს. ჯერ უცნობია, შესრულდა თუ არა მოთხოვნა. სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის ელჩი განსაკუთრებულ მხარდაჭერად აფასებს. რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის შემდეგ „მოამბესთან“ პირველად საუბრობს ის ადამიანიც, რომლის მეუღლე 12 წლის წინ ლონდონში სკრიპალის მსგავსად მოწამლეს.

რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლეს ქეთევან ქარდავა დაუკავშირდა.