იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს

იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბი-ბი-სი”  ავრცელებს.  ტელეკომპანიის ცნობით, ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს, სერგეი სკრიპალს, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის მთავრობა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.