აღმოჩენა იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე

12:36, 19.11.2026

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა. გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ეს ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შუა საუკუნეების სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მასშტაბურობას და მნიშვნელობას. კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც ობიექტის პერიოდის დაზუსტებისა და XIII საუკუნის მიწურულს კომპლექსის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის შესწავლისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

მსგავსი