დონალდ ტრამპი – დემოკრატები და ირანი თავგანწირვით იბრძოდნენ, რომ ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე შეენარჩუნებინათ, თუმცა არჩევნების შემდეგ ფასი რეკორდულად დაეცა, სამწუხაროა, რომ ამომრჩევლებმა ეს ვერ გააცნობიერეს
როგორც ყველას ახსოვს, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორი რამ ვიწინასწარმეტყველე: პირველი – თუ დემოკრატები გაიმარჯვებდნენ, საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცემოდა; მეორე – ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც დღევანდელი მონაცემებით 81 000 მომიტინგე ჰყავს მოკლული, თავდასხმებში უფრო აგრესიული გახდებოდა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პროგნოზი ორივე შემთხვევაში გამართლდა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანმა იმაზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, ვიდრე ნებისმიერ დროს ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე. ნუ ღელავთ, ყველა მათგანი ჩამოგდებულია და არანაირი ზიანი არ ყოფილა. ირანის ლიდერები დემოკრატებს სუსტებად, არაეფექტურებად და ქვეყნის გამანადგურებლად მიიჩნევენ, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ!“., – წერს დონალდ ტრამპი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც დემოკრატები, ისე ირანი „თავგანწირვით იბრძოდნენ, რომ ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე, რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინათ“. თუმცა, მისივე თქმით, შუალედური არჩევნების შემდეგ ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა.
„სამწუხაროა, რომ ამომრჩევლებმა ეს ვერ გააცნობიერეს, ვიდრე არჩევანს გააკეთებდნენ, მაგრამ მთლიანად არჩევნები ძალიან „უცნაური“ იყო. საბოლოო ჯამში, ამერიკა გაიმარჯვებს!“, – წერს ტრამპი.