ემანუელ მაკრონი - არსებობს ყველა საფუძველი დავიჯეროთ, რომ სერგეი სკრიპალის მკვლელობა რუსეთმა სცადა

არსებობს ყველა საფუძველი დავიჯეროთ, რომ სერგეი სკრიპალის მკვლელობა რუსეთმა სცადა – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ ბევრი მტკიცებულება სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ორი კვირის წინ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი ბრიტანეთში 2010 წელს მიიღო, ქალიშვილთან ერთად ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი ე.წ. ნერვული აგენტით მოწამლეს. საპასუხოდ ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა მაღალ დონეზე გაწყვიტა, 23 რუსი დიპლომატი კი ქვეყნიდან გააძევა.