რუსეთი დამატებით კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს

რუსეთი დამატებით კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციას 50 ბრიტანელი დიპლომატი უახლოეს მომავალში დატოვებს. 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი მზვერავი და ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მის ქალიშვილთან ერთად მოწამლეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივეს წინააღმდეგ ქიმიური იარაღი – ე.წ. ნერვული გაზი გამოიყენეს. გამოძიების თანახმად, კვალი კრემლამდე მიდის. სკრიპალის მოწამვლას და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას, დასავლურმა ქვეყნებმა მკაცრი ზომებით უპასუხეს.

ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 30-მდე სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. რუსეთმა 23 სახელმწიფოს სარკისებრი მეთოდით უპასუხა.