რუსეთიდან 23 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებენ 

18:30, 17.03.2018

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ნოტა გადასცა, რომლის თანახმად, 23 დიპლომატს რუსეთის ტერიტორიიდან გააძევებენ. ლავროვის უწყებაში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ მიიღეს.

ტერეზა მეის ბრძანებით, დიდ ბრიტანეთში მყოფმა 23-მა რუსმა დიპლომატმა ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვოს. გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ მიიღეს.

მსგავსი