ბრიტანეთის ელჩმა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების გამო საქართველოს მადლობა გადაუხადა

საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას ბრიტანეთის ელჩი  გამოეხმაურა. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა სოციალურ ქსელში ჩვენს ქვეყანას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. „გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება”, – წერს დიპლომატი “ტვიტერზე”.

საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც გაერთიანებულ ერებს სოლიდარობა გამოუცხადა და საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები დაითხოვა. საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცა.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.