სკრიპალის საქმე

პოსტიდან მოხსნილი რექს ტილერსონის ბოლო განცხადება იმ სკანდალს ეხებოდა, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

მოწამლული ყოფილი რუსი მზვერავის გამო დიდი ბრიტანეთი კრემლს სანქციებით ემუქრება. გულისცემის შენელება, სასუნთქი გზების ბლოკირება და სიკვდილი – ასე მოქმედებს 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში დამზადებული მომწამვლელი ნივთიერება სახელწოდებით „ნავიჩოკ“. ლონდონში ამბობენ, რომ სწორედ ამ ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამლეს წინა კვირას რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და კრემლის მიერ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი, რომელსაც 2010 წელს დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მითითებული ქიმიური იარაღი ევროპის კონტინენტზე გამოიყენეს.