კონგრესმენთა ნაწილი საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 132 მილიონი აშშ დოლარიდან 15 %-ის დროებით შეჩერებას ითხოვს - ქართული ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას უკვე მიღებულ გადაწყვეტილებად ასაღებს, მმართველი გუნდი კი ინიციატივაში ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ხელწერას ხედავს

ლობისტების კვალი თუ გაფრთხილება ვაშინგტონიდან – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებული კანონპროექტის ერთი პუნქტი საქართველოში დღის მთავარი პოლიტიკური თემა ხდება. ეს არის ასიგნებების კომიტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, სადაც 2021 წელს დასაფინანსებელ პროგრამებზეა საუბარი და წერია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარების 15% შესაძლოა შეჩერდეს. თანხის გასაცემად კი კონკრეტული პირობაა დასახელებული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კონგრესისთვის სამი მიმართულებით საქართველოზე ანგარიშის წარდგენას გულისხმობს. პროექტის კანონად ქცევამდე მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, მანამდე კი ქართული ოპოზიციის ნაწილმა ჩანაწერი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციად და უპრეცედენტო გადაწყვეტილებად გამოაცხადა.

საკუთარი ეჭვები აქვს მმართველ გუნდს.