ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

რა გავლენას მოახდენს ახალი თავდასხმები სამშვიდობო მოლაპარაკების ისედაც გახანგრძლივებულ და ჩიხში შესულ პროცესზე – თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს დროებითი ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ამერიკელი სამხედროების სამიზნე გახდა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ირანული საფრენი აპარატი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი ქუვეითში მდებარე ამერიკული ავიაბაზა დაბომბა. ეს იმ ფონზე, როცა ირანი აშშ-სგან სამშვიდობო პროექტზე საბოლოო ხელმოწერას ელოდება. პროექტის დეტალები მედია საშუალებებით ვრცელდება. შეთანხმების პროექტი ცეცხლის ორი თვით შეწყვეტას, ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის განბლოკვას და ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს. სწორედ ბირთვული პროგრამაა მხარეებს შორის უთანხმოების მთავარი თემა.