ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

ჩიხში შესული მოლაპარაკებები და შეთანხმების ბუნდოვანი პერსპექტივა – ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო გეგმაზე კონსენსუსის მიღწევა ამჯერადაც ვერ მოხერხდა.

აშშ-ის წინადადებების საპასუხოდ გაგზავნილ მოთხოვნებს დონალდ ტრამპის ნეგატიური რეაქციები და უკმაყოფილება მოჰყვა. მედიატორის, პაკისტანის მეშვეობით გაგზავნილ წინადადებებს შორისაა ირანის წინააღმდეგ სანქციების სრულად მოხსნა, ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ბლოკადის დასრულება, თავდასხმების შეწყვეტაზე გარანტიები და ყველა ფრონტზე ომის დასრულება. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაისმა მუქარის შემცველი განცხადებაც. თეირანმა ვაშინგტონს უთხრა, რომ ენერგორესურსების გამტარ სრუტეში უცხო ქვეყნის გემების ყოფნა უპასუხოდ არ დარჩება – ეს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუსის სრუტეში განაღმვით ოპერაციაში ჩასართავად სამხედრო გემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.