ტრამპის ვიზიტი ჩინეთში 

მსოფლიო მედიის ყურადღება ახლა ჩინეთისკენ არის მიმართული.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების გამო, ორი თვით გადადებული უმაღლესი დონის ვიზიტი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სახელმწიფო და ომის მდივნებთან ერთად უკვე პეკინშია. დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგას პირისპირ ხვალ შეხვდება.

რა საკითხებს განიხილავენ ორი ზესახელმწიფოს ლიდერები – ეკონომიკური საკითხებთან ერთად, რომელიც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მხარეებს შორის მუდმივი უთანხმოების მიზეზია, დისკუსიის თემა იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიც. გავრცელებული ცნობებით, ამერიკის ლიდერი სი ძინ პინს ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, ირანზე ზეწოლას სთხოვს. თავის მხრივ ტაივანთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას შეეცდება ჩინეთის პრეზიდენტი.

ხვალ დაგეგმილი შეხვედრა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერების პირველი პირისპირ კომუნიკაცია იქნება.