მსოფლიო ყურადღება დღეს მსოფლიოში ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველი პირების შეხვედრისკენაა მიმართული.
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დონალდ ტრამპი ჩინეთში იმყოფება. დღის წესრიგშია ყველა იმ თემის განხილვა, რომელიც ორ ქვეყანას შორის უთანხმოებას იწვევს. სახალხო კრების შენობაში ლიდერების თითქმის ორსაათიანი შეხვედრა პოზიტიური გზავნილებით დასრულდა. ტრამპის და სი ძინ პინის განცხადებებში მეტოქეობის დასრულების და პარტნიორობის გაღრმავების სურვილები იკითხება. მათი საერთო პოზიციაა, რომ ჩინეთ-ამერიკის სტაბილური ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო იქნება. „ერთად ვმართოთ ურთიერთობების უზარმაზარი გემი“ ეს სი ძინ პინის დღევანდელი სიტყვებია. განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. თუ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ლიდერები თანხმდებიან, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს არ უნდა ჰქონდეს. ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზებთან ერთად მთავარი თემა იყო ტაივანის საკითხიც, რომელთანაც ამერიკა არაოფიციალურ ურთიერთობებს ინარჩუნებს და რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება.
არაერთი სადავო და დღემდე გადაუჭრელი საკითხის ფონზე რაზე შეთანხმდა დღეს ორი ქვეყანა – თაკო მუშკუდიანი დეტალებით.