კიდევ ერთი დაინფიცირებული დეპუტატი, – კორონავირუსი გედევან ფოფხაძეს დაუდასტურდა. „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, მაღალი ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდა, რის გამოც, მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. ტესტირების შემდეგ კი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პოლიტიკოსის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას მის პარტიაში უკვე ადასტურებენ. ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კოვიდ-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ. „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები, მათ შორის მარიამ ჯაში, ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე თავს ნორმალურად გრძნობს.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე თავს კარგად გრძნობს