ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საავადმყოფოები გადატვირთულია. პაციენტების უმრავლესობა ხანდაზმულია და მათ საკმაოდ მძიმე სიმპტომები აქვთ, უმეტესად პნევმონიით გამოხატული. „როიტერთან“ საუბრის დროს, ქალაქ ქსიანის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფის თითქმის ყველა ექიმი ვირუსით დაავადდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ქვეყნაში კოვიდით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. რაც შეეხება ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობას, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სტატისტიკას კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ასაჯაროებენ.