ოპოზიციის ნაწილმა ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, შესაძლოა, პრეზიდენტს მიმართოს

ოპოზიციის ნაწილმა ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, შესაძლოა, პრეზიდენტს მიმართოს. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ, ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მათ შეფასებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებილთა ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართეს. გედევან ფოფხაძემ შეკრებილებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისკენაც მოუწოდა.