ახალი ოპოზიციური მოძრაობა - პოლიტიკური შეფასებები

ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობას გედევან ფოფხაძე უერთდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში პარტიის წევრების შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

კიდევ ვინ დაემატება ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობას, ჯერჯერობით უცნობია, პარტიის წევრები ოფიციალურ პრეზენტაციამდე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა უკვე ცნობილია, რომ მათ რიგებში იქნება ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა. გვარამიას გუნდს და არჩევნებში მის შანსებს პოლიტიკოსები აფასებენ.