კოვიდ-პანდემიის სამი წელი და ახალი გამოწვევები

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი 2022 წელს აჯამებს.

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი კოვიდ-პანდემიის დღევანდელ სტატისტიკას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლებად აცხადებს. განსაკუთრებული აქცენტი სიკვდილიანობის ერთეულებამდე დაყვანაზე კეთდება. პანდემიის დაწყებიდან მესამე წელს თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ს სეზონური ვირუსების რიგში აყენებს. ოპტიმისტურ განცხადებებთან ერთად არის გაფრთხილებაც. ჩინეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიმართ ინფექციონისტი გარკვეული რეგულაციების ამოქმედებას ითხოვს. მომავალ წელს თბილისის ინფექციური კლინიკა სიახლით ხვდება. უმძიმეს პირობებში მომუშავე და ნახევრად დანგრეული სამედიცინო დაწესებულება ზაფხულიდან ახალ შენობაში გადავა.