კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

კოვიდით“ გარდაცვლილი ფეხბურთელის გახმაურებულ საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, პაციენტის მოვლაში ჩართული მორიგე ექთნები სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის შესახებ მომზადებულ დოკუმენტაციას ხელს არ აწერდნენ და მათ ნაცვლად დოკუმენტებზე მხოლოდ ერთი ექთნის ხელმოწერა ფიქსირდება. საუბარია იმ ადამიანზე, რომელსაც გამოძიების ცნობით, ინფიცირებულისთვის პროცედურები საერთოდ არ ჩაუტარებია. საქმეში დევს რეგულირების სააგენტოს შუალედური ანგარიშიც, რომელიც მკურნალობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს მოიცავს და შვიდი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.

20 წლის სპორტსმენი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში, ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი კლინიკას ინფიცირებულის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.