დარღვევები ყოფილ კოვიდ-კლინიკებში

კლინიკების ე.წ. შავი სია.

კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის და ნორმალურ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების შემდეგ საავადმყოფოების ნაწილს თანამშრომლების მიმართ დავალიანება აქვს. საუბარია იმ დანამატებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკებში მომუშავე ექიმებისა და მედ-პერსონალისთვის გამოყო. თუმცა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაირკვა, რომ სახელფასო დანამატები თანამშრომლებისთვის თავის დროზე არ გაუციათ. სიაში მოხვედრილი 127 კლინიკიდან უმეტესობა დარღვევას აღიარებს და დავალიანების გასტუმრების პირობას დებს. პროცესი ზოგიერთ კლინიკაში უკვე დაიწყო. თითოეული საავადმყოფოს შემთხვევაში საუბარია ათი და ასი ათასობით ლარზე. ორი კლინიკა, რომელიც შრომის ინსპექციის მიერ დაწესებულ ჯარიმას ასაჩივრებს და დარღვევებს უარყოფს, „ჯეო-ჰოსპიტალსის“ მარნეულის ფილიალი და „მედ-ჯორჯიაა“.