ევროკავშირის რეკომენდაცია

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ის ტესტირების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვონ. მათივე ცნობით, კორონავირუსის ტესტი უნდა ჩატარდეს ფრენის დაწყებამდე არაუმეტეს 48 საათისა. ევროკავშირში ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით რეისებზე მგზავრებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები, გარდა სხვა ჰიგიენური ზომებისა, რაც შეიძლება ეროვნული ხელისუფლების მიერ იყოს დაწესებული. წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, ჩაატარონ „შემთხვევითი ტესტირება“ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე. გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ არის, მიღებულია ევროკავშირის „ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისის რეაგირების (IPCR)“ ჯგუფის მიერ. ეს არის ორგანო, რომელიც ეხმარება კრიზისების მართვის კოორდინაციას 27 წევრ სახელმწიფოს შორის. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, დააწესა საკუთარი ცალმხრივი სამოგზაურო ზომები ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მასობრივი გავრცელების საპასუხოდ.