თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილზე კომპრესორი აფეთქდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ დასახლებულ პუნქტში გაზგასამართი სადგური არ უნდა იყოს და აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ხელმოწერების შეგროვებას გეგმავდნენ.
თეონა ხუბულავა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.