ფინანსთა მინისტრი იმპორტიორებს ახალ საბაჟო კოდექსს აცნობს

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალ საბაჟო კოდექსს აცნობს.

ახალი საბაჟო კოდექსის თანახმად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით.