ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს დაფინანსება ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. ასევე შეხვედრა გაიმართა ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, რეიჩელ ტომპსონთან. მიმდინარე წელს აზიის განვითარების ბანკის 58-ე წლიურ შეხვედრას მილანი მასპინძლობს.