შეხვედრები აშშ-ში
ამერიკაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.
დელეგაციამ ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევის გზები, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხები. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან და საინვესტიციო კომპანიებთან.