საგამოძიებო სამსახურს ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს

12:22, 01.05.2026

ფინანსთა მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აღინიშნა, რომ მას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას.

მსგავსი