2026 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტის სხდომაზე

21:37, 12.11.2025

2026 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

გახარიას გუნდი ფინანსურ დოკუმენტში განსაზღვრულ  პრიორიტეტებს მოსახლეობის საჭიროებებზე არაორიენტირებულად აცხადებს და ფინანსთა მინისტრს აკრიტიკებს. შენიშვნები აქვს მმართველ გუნდსაც. უმრავლესობის დეპუტატები შალვა ხუციშვილს კონკრეტული კატეგორიებისთვის, მათ შორის სკოლის ექიმების, დამლაგებლებისა და ბაღების პედაგოგთა ანაზღაურების გადახედვას სთხოვენ. 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც კანონმდებლებს მინისტრმა გააცნო პენსიების 20-იდან, 45 ლარამდე მატებასთან ერთად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების 10 %-იან ზრდას ითვალისწინებს. მთავარი აქცენტი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კეთდება.

მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის, საბოლოო ვერსია პარლამენტმა დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი