აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი

18:36, 05.03.2026

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრთან. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადსხვა მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.

მსგავსი