დავით გარეჯის საქმე

ქვეყნისთვის მტკივნეული თემა, რომელიც, არაერთი მოწოდების მიუხედავად, მაინც იქცა პოლიტიკურ ჭრილში განხილვის საგნად.

რა მოხდა გამოძიებისთვის სადავო პერიოდში, ანუ 2006-2007 წლებში და როგორ მიმდინარეობდა დავით გარეჯის სადავო სასაზღვრო მონაკვეთების გარშემო მოლაპარაკებები: მამა კირიონი, რომელიც 25 წელია სამონასტრო კომპლექსში მოღვაწეობს, 1996 წელს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე დაყრდნობით სვამს კითხვას, რატომ შეცვალა საზღვრების დამდგენმა კომისიამ 14 წლის წინ პოზიცია და რატომ აღარ გახდა მთავარი სახელმძღვანელო 1938 წლის რუკა, რომელიც მონასტრის სადავო მონაკვეთებს საქართველოს ტერიტორიაზე აქცევდა.

თემაზე მუშაობის დროს „მოამბემ“ არქივში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის მაისში გაკეთებული განცხადება იპოვა, რომელიც ასევე ბევრ შეკითხვას აჩენს.