საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის, გადაწყდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, სრულ ექსპლუატაციაში შევა. ამასთან, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.