გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ექვსი პირი

15:07, 28.05.2026

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელების ნაწილი თბილისში, დიღმის იზოლატორში გადმოიყვანეს, სადაც ბრალის წარდგენას ელოდებიან. ნაწილი კი – კვლავ ხაშურში რჩება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც რამდენიმე პოლიციელმა მოქალაქე სცემეს. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან, დაზიანდა მისი ჯანმრთელობა, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი