შემთხვევა გორში – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

18:13, 27.05.2026

პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლის მიხედვითაც, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლები, დაკავების დროს, ორ პირს ფიზიკურად უსწორდებიან.

 

მსგავსი