გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ექვსი პირი

12:01, 28.05.2026

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. აღნიშნული ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც რამდენიმე პოლიციელმა მოქალაქე სცემეს. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა, – ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ნინო ფისაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი