დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა კალიფორნიაში 38 მედალი მოიპოვეს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12-მა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი, დაახლოებით 200 მონაწილე, სპორტის რვა სახეობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ტურნირები 2 მარტს დაიწყო და გუშინ დამთავრდა. ქართველმა ჯარისკაცებმა 20 ოქროს, 10 ვერცხლის და ბრინჯაოს 8 მედალი მოიპოვეს.
სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მონაწილეობდნენ. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.