თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან,  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. აღინიშნა, რომ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ.