სამხედროების დაჯილდოება

თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.

სამინისტროს უწყებრივი მედლები, „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილს გადაეცათ. ამ სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეები დაღუპვას გადაარჩინეს. ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და კაპრალმა დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს და ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. კაპრალმა გოჩა ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 მგზავრი ამოიყვანა და პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე აღმოუჩინა.