სამხედრო მომზადების კურსი

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსის დახურვის ცერემონიალს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრო. სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 51-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა, რომლებსაც სერტიფიკატები გადასცეს. კურსი 21 დღის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარეობდა. სწავლება საცეცხლე მომზადებას, დაბრკოლებების ზოლის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოიცავდა.