დაჭრა გორში

გორში, სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო მოსამსახურე დაჭრა.

შემთხვევა წუხელ კასტელის ქუჩაზე  მოხდა. დაჭრილია 18 წლის ახალგაზრდა. მას სამი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო სამსახურს უფლისციხის ბაზაზე  გადის, თუმცა ის რამდენიმე დღით გათავისუფლებული იყო. დაჭრილი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.

დატოვე კომენტარი