შემთხვევა ვაზიანის ბაზაზე

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის, მე-4 მექანიზებული ბრიგადის, 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.