ხანძარი კალიფორნიაში

ტყის ხანძრის მიზეზით, კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტატის ორ ოლქში სტიქიამ უკვე გადაწვა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი და შენობა. ევაკუირებულია 50 ათასი ადამიანი. ცეცხლის ქრობას კვლავ ძლიერი ქარი აფერხებს. უსაფრთხოების მიზნით, 36 ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, დროებით შეწყდეს.