ძლიერი მიწისძვრა კალიფორნიაში

ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიის რეგიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები უდაბნოს რეგიონში დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტთან ახლოს, ლოს-ანჯელესიდან 240 კილომეტრის დაშორებით იყო.

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რეგიონში ცალკეულ დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი მედია ძლიერი ბიძგების შედეგად შენობების დაზიანების შესახებაც იუწყება. ამასთან ერთად, მიწისძვრამ ქალაქ რიჯკრესტში რამდენიმე ადგილზე ხანძრის პროვოცირება მოახდინა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. კალიფორნიაში, ამავე რეგიონში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 5 ივლისსაც მოხდა.