თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, პირველი კლასის რიგითმა, განაწესში მორიგეობის დროს, თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

მოამბე

დატოვე კომენტარი