დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ვითარება ისევ მწვავდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ექვსი სომეხი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. ოფიციალური ბაქოს განმარტებით, ექვსი სომეხი დივერსანტის დატყვევება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დანაღმვითი სამუშაოების დროს მოხდა, ერევანი კი ამტკიცებს, რომ დანაღმვითი სამუშაოები სომხეთის ტერიტორიაზე საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებისას ტარდებოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიტუაციის განმუხტვის გზას საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებაში ხედავს. ორ ქვეყანას შორის დავა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზეა. საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს წინ უძღოდა გეღარქუნიკის და სიუნიქის რაიონებში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება და ორმხრივი სროლა.

დატოვე კომენტარი