სამხედროების გადამზადება

ახალი შეთავაზება სამხედრო მოსამსახურეებს. საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სხვა პროფესიებით მუშაობის შანსი უჩნდებათ.

სპეციალური პროგრამა მათ საშუალებას მისცემს, რომ ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს დაეუფლონ.

სასწავლო კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. სპეციალობების ჩამონათვალი კი ბაზარზე ჩატარებული კვლევებით განისაზღვრება.

 

დატოვე კომენტარი