"ციანიდის საქმეზე" ბრალდების მხარე დღეს შესავალ სიტყვას წარმოთქვამს
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესები გრძელდება. დღეს ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. დაცვის მხარე კი შუამდგომლობებს დააყენებს. მათ შორის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა მტკიცებულებად იქნას გამოყენებული.
დაცვის მხარე ასევე ერთ-ერთი მოწმის დაკითხვასაც მოითხოვს, რომლის ვინაობაც, ჯერჯერობით, არ ხმაურდება.