პატარკაციშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა.

ბრალდების მხარის მოწმემ, გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა 2006 წლის ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რა დროსაც მოწმის განცხადებით, უნდა მომხდარიყო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სახლის მიმართულებით გასროლა მისი დაშინების მიზნით. მოწმე, რომელიც ბრიტანეთში იმყოფება, დისტანციურად დაკითხეს.

დატოვე კომენტარი