პროკურორი - ვეცდებით, კვლავ დავამტკიცოთ, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა
პროკურორი - ვეცდებით, კვლავ დავამტკიცოთ, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა

პროკურატურა ეცდება, ამჯერად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცოს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით ამზადებდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძენ ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ბრალდების მხარე პროცესზე შესავალი სიტყვით წარდგება.

„გაგრძელდება „ციანიდის საქმეზე“ სასამართლო განხილვა და ბრალდების მხარე წარვდგებით შესავალი სიტყვით და ამჯერად უკვე შევეცდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავამტკიცოთ, რომ გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. მას ჰქონდა სურვილი, შეენარჩუნებინა არსებული მატერიალური კეთილდღეობა და მიეღწია კიდევ უფრო მეტი კარიერული წინსვლისთვის და ამიტომ ცდილობდა და ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. მხარეები პროცესზე შესავალი სიტყვით წარდგებიან, თუმცა მანამდე დაცვის მხარის ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. მათ შორის, ერთი მოწმის – მეცნიერ ნონა თოდუას დაკითხვას და ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების მტკიცებულების სახით საქმის მასალებზე დართვას.

დღევანდელ პროცესს დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაესწრება. პროცესი მედიისთვის დახურულია.