ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი გამომძიებელი და უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც მისივე თქმით, 7-8 მარტის აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილით“ დამწვრობა მიიღო. მოწმემ სასამართლოში აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა  და მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა. ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეების ჩვენება სანდოა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. საქმე ეხება 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეც ლაზარე გრიგორიადისი იყო.