პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვის წარმოთქმას იწყებენ. მანამდე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე ითხოვდა ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურატურიდან გამოთხოვას. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადება.

გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნებია, გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.